
საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი facebook_ის პირად გვერდზე წერს, რომ მისთვის დიდი პატივია გახდეს უკრაინის მთავრობის გუნდის წევრი.
„ჩემთვის დიდი პატივია მივიღო პრეზიდენტი ზელენსკის შეთავაზება, გავხდე უკრაინის ხელისუფლების ვიცე-პრემიერი რეფორმების საკითხში.
მე უმაღლეს რადას წარვუდგენ გადაუდებელი ცვლილებების პროგრამას და ჩემს მონაწილეობას გავუზიარებ შმიგელის მთავრობას, რომელიც ჩამომიყალიბდა როგორც უკრაინის საზღვრებს გარეთ, ასევე თვითონ უკრაინაში, ნეგატიური, თუ პოზიტიური გამოცდილებით“, – აღნიშნავს სააკაშვილი.
საქართველოს ექსპრეზიდენტი წერს, რომ ის მზადაა იმუშაოს პატრიოტულ ძალებთან უკრაინის პარლამენტში, რათა უკრაინამ დღევანდელი კრიზისი გადალახოს.
„იმედი მაქვს, რომ გავხდები გუნდის სანდო წევრი და გამოვადგე უკრაინელ ხალხს“, – წერს სააკაშვილი.
Для мене велика честь отримати від президента Зеленського пропозицію стати віце-прем'єром уряду України з питань реформ….
Gepostet von Mikheil Saakashvili am Mittwoch, 22. April 2020
უკრაინული მედიით დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ, ოდესის ყოფილ გუბერნატორ მიხელ სააკაშვილს, მინისტრთა კაბინეტში თანამდებობა შესთავაზა, რაც სააკშვილმა დაადასტურა.






















