15:03 | 2021-06-16 ავტორი: Prime Time

იმე­დი მაქვს, რომ მეც მო­ვი­პო­ვებ იმ ნდო­ბას, რო­მე­ლიც არ­სე­ბობ­და გი­ორ­გი სა­ნა­ი­ას მი­მართ – გი­ორ­გი სა­ნა­ი­ას ვაჟი „კურიერის“ წამყვანი გახდა

იმე­დი მაქვს, რომ მეც მო­ვი­პო­ვებ იმ ნდო­ბას, რო­მე­ლიც არ­სე­ბობ­და გი­ორ­გი სა­ნა­ი­ას მი­მართ – გი­ორ­გი სა­ნა­ი­ას ვაჟი „კურიერის“ წამყვანი გახდა

„რუსთავი 2″ ახალ სატელევიზიო სეზონს სიახლეებით იწყებს. დღეიდან კურიერს გი­ორ­გი სა­ნა­ი­ას ვაჟი, სან­დრო სა­ნა­ია წა­იყ­ვანს.

 

“ორ­მა­გად სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო საქ­მეა ჩემ­თვის, გა­ვაგ­რძე­ლე­ლო “რუს­თა­ვი 2”-ის ის­ტო­რია. ვიჯ­დე “კუ­რი­ე­რის” ეთრში და მა­ყუ­რე­ბელს გა­ვაც­ნო დღის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ამ­ბე­ბი”, – ასე მი­მარ­თა სა­ნა­ი­ამ მა­ყუ­რე­ბელს “კუ­რი­ე­რის” წამ­ყვა­ნის რან­გში.

 

სანდრო სანაიას თქმით, იმედი აქვს, რომ მამის მსგავსად თავადაც მოიპოვებს საზოგადოების ნდობას.

 

“შე­იძ­ლე­ბა ეთ­ქვა არ გინ­დაო, ან მიდი რო­გორც შენ გინ­დაო. ორი პა­სუ­ხი არ­სე­ბობს – ან კი, ან არა. თუმ­ცა მე მა­ინც იმას ვი­ზამ­დი, რო­გორც მე მი­ვიჩ­ნევ­დი სწო­რად. ძა­ლი­ან დიდ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას ვგრძნობ უკვე და იმე­დი მაქვს, რომ მეც მო­ვი­პო­ვებ იმ ნდო­ბას, რო­მე­ლიც არ­სე­ბობ­და გი­ორ­გი სა­ნა­ი­ას მი­მართ”, – განაცხადა სან­დრო სა­ნა­ი­ამ.

 

ცნობისთვის, ჟურნალისტი გიორგი სანაია დაიბადა 1975 წელს, სამეგრელოში. შემდგომში საცხოვრებლად გადავიდა თბილისში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი (1997). სტუდენტობის პერიოდშივე მუშაობდა სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებში. მოგვიანებით, მისი ყველაზე დიდი ნაბიჯი იყო ტელე-სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2. აქ გიორგი სანაიას მიჰყავდა იმ დროისათვის ყველაზე პოპულარული თოქ-შოუ „ღამის კურიერი“.

 

2001 წლის ივლისში, ტელევიზიით მოულოდნელად გავრცელდა ცნობა გიორგის გარდაცვალების შესახებ. გარდაცვალების რეალური მიზეზი დღემდე უცნობია, თუმცა, ბევრის მოსაზრებით ამ მკვლელობის მიზეზი ქვეყნის იმდროინდელი პოლიტიკური ინტრიგები უნდა ყოფილიყო. მას დარჩა ცოლი და ერთი შვილი. გიორგი სანაია დღემდე ითვლება ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ქართველ ტელეწამყვანად და ერთ-ერთ საუკეთესო ჟურნალისტად.

 

დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

 

ნახეთ ვიდეო: გიორგი სანაია – კადრები არქივიდან

 

ავტორი: Prime Time

X