
კორონავირუსმა ჟურნალისტი ირინა ბოკუჩავა იმსხვერპლა.
ირინას, როდესაც კორონავირუსი დაუდასტურდა, საავადმყოფოდან პოსტი გამოაქვეყნა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
„წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის კლინიკაში მოვხვდი დიღომში! ისიც ძლივს შემთხვევით ერთი ადგილი გამონთავისუფლდა! კატასტროფაა რაც აქ ხდება ძველ პრუჟუნებამოყრილ საწოლზე ვიწექი წუხელ და წვეთი არ მიძინია’ მიუხედავად დიმედროლის და სხვა საძილე საშუალებისა!
.სამწუხარო ინფორმაცია – კორონავირუსმა ქართველი ჟურნალისტი იმსხვერპლა
ერთ თანაპალატელ სიფრიფანა გოგოს ისე შევეცოდე’ თავის საწოლში გამიცვალა! აბაზანა ტუალეტი კატასტროფა’ სიბინძურე’ გასახეხი ყველაფერი’ და ეს ხდება კოვიდიანების პალატაში! მენეჯმენტი ნული. სადაა შეპირებული საწოლფონდი‘ მილიონებია დახარჯული ამ კოვიდპანდემიაზე‘ უარესისთვის მზადა ვართო!
. „ვფიქრობ, ეს შტამი ცოტა უფრო მძიმე იქნება” – მარინა ენდელაძე კორონავირუსის ინდურ შტამზე
უარესი კი არა’ ელემენტარულს ვერ აგვარებთ! იმედია აქედან ცოცხალი გამოვალ და სადმე კარგი ინტერვიუ უნდა მივცე! სირცხვილია ხალხის ჯანმრთელობაზე ფულის კეთება’ სირცხვილი! არ გეპატიებათ! არავითარი პრეტენზია არა მაქვს ექიმებთან და მედპერსონალთან’ ისინი თავდაუზოგავად შრომობენ’ მაგრამ ხელშეწყობა არა აქვთ“, – წერდა სოციალურ ქსელში ირინა ბოკუჩავა.
























