
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის თქმით, 6-7 დღეა, რაც კლინიკას კორონავირუსით ინფიცირებული ახალი პაციენტი არ მიუღია.
მისივე თქმით, დღეს კლინიკიდან 1 გამოჯანმრთელებული პაციენტი ეწერება და დღის მეორე ნახევარში ელოდებიან, რომ 4 გამოჯანმრთელებული შემთხვევა დაემატებათ.
„აქ შემოვიდა ახალი ბრიგადა. იმედი მაქვს, ჩვენი კლინიკისთვის ეს ბოლო იქნება. იმედია, 1-ლი ივნისიდან, რაც ძალიან მინდა, კოვიდთან ბრძოლას ჩვენი კლინიკა შეწყვეტს.
მინდა გადავიდეთ ჩვეულ რეჟიმში და მოვემსახუროთ ჩვეულებრივ პაციენებს“, – განაცხადა რატიანმა.
საქართველოში კორონავირუსის 671 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 393 უკვე გამოჯანმრთელდა.
ბოლო მონაცემებით:
გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში – 12.
- კარანტინის რეჟიმში იმყოფება – 3873 ადამიანი
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 404 ადამიანი
- უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების – 3






















