
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის ლევან რატიანის განცხადებით, ბოლო 24 საათში კლინიკასი ახალი შემთხვევა არ დადასტურებულა.
„ბოლო 24 საათის განმავლობაში ახალი შემთხვევა არ გვყოლია. იმედია ასე გაგრძელდება და ჩვენი კლინიკა რამდენიმე კვირაში კოვიდინფექციასთან ბრძოლას აუცილებლად მოიგებს“, – განაცხადა ლევან რატიანმა
ბოლო მონაცემებით:
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 604-მდე გაიზარდა.
მათგან, გამოჯანმრთეელდა 240 პაციენტი.
საქართველოში კორონავირუსით 9 ადამიანი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში – 5260
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 553
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 3






















