14:17 | 2020-09-11 ავტორი: თამარ გონგაძე

“იმედია ჯოჯოხეთში მოხვდება… კუპრში” – ქეთი დოლიძე შალვა ნათელაშვილზე

“იმედია ჯოჯოხეთში მოხვდება… კუპრში” – ქეთი დოლიძე შალვა ნათელაშვილზე

ლეიბორისტების ლიდერის, შალვა ნათელაშვილის მსახიობების წინააღმდეგ გალაშქრებას, “პრაიმტაიმით” რეჟისორი ქეთი დოლიძე ეპასუხება. პოლიტიკოსმა “ფეისბუქზე” ბიძინა ივანიშვილთან ერთად გადაღებული კახი კავსაძის ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა, რომ მსახიობები მლიქვნელები.

 

“კარგია ივანიშვილის ბაგაზე გარანტირებული კვება. რამდენმა ასეულმა ადამიანმა ვერ მიაღწია მაგ ასაკს შიმშილისგან, თუმცა ივანიშვილს მათთვის ლუკმაც არ მიუწვდია, რადგან არ ყოფილან მლიქვნელი მსახიობები” – წერს ნათელაშვილი სოციალურ ქსელში.

 

ქეთი დოლიძე კი კანონის შეცვლას ელოდება, რომ ქვეყნის მთავარმა ლეიბორისტმა ამ მოსაზრების გამო პასუხი აგოს.

 

ქეთი დოლიძე: – ნათელაშვილი ცხოვრებაში არ ყოფილა თეატრში. არასოდეს არ მინახავას არც ერთ სპექტკალზე და არც ერთი ფილმის პრემიერაზე. რა იცის მაგან თეატრი, ეგ უკითხავი. მაგან იცის მხოლოდ როგორ ყოფილიყო კომკავშირის კომიტეტის მდივანი. იქ ჩარჩა. აბსოლუტურად მჯერა, რომ რუსეთის სპეცსამსახურებთან ყველთვის იყო დაკავშირებული. სხვანაირად არც ამდენი ფული ექნებოდა და არც ამხელა პარტია ექნებოდა. მისი პარტიის ყველა წევრი ზუსტად ისეთივე მტერია საქართველოსი, როგორც თავად ნათელაშვილი.

 

2020-09-10"შალვა ნათელაშვილო, პასუხი მოგეთხოვება" - თავდასხმას მსახიობები პასუხობენ

 

ყველაზე მეტად შეურაცხყოფილი ვარ იმით, რომ ჩვენ, ჩვენი ხელფასებიდან ამ გაუგებარ პარტიას ვუხდით ფულს. რისთვის? ერთი კეთილი საქმე ლეიბორისტებს ვინმესთვის გაუკეთებიათ? პირადად ნათელაშვილს? თავის ინგლისურს მიხედოს.

 

მამაჩემის და ჩემი ოჯახის შეურაცხყოფისთვის, კახის და მსახიობების შეურაცხყოფისთვის, პასუხს ვაგებინებ. ცილისწამებისთვის კანონმდებლობა რომ შეიცვლება საქართველოში და დასჯადი იქნება, შალვა ნათელაშვილს კი არ მივიყვანთ, მივათრევთ სასამართლოში.

 

დახედეთ მაგის დუშეთის სასახლეს. ვინ აუშენა? რომ ლაპარაკობს, უცხოელმა ლტოლვილებმა შეაგროვეს და ამიშენესო. სად აქვთ ლტოლვილებს ამდენი ფული, რომ ამხელა გოიმური სასახლე აუშენონ? საიდან მოიპოვა ამხელა ფული? ეს არის უგარეწრესი ადამიანი. თუკი რაიმე საშინელი ეპითეტია, ყველაფერი მინდა მასზე ვთქვა. ქართული პოლიტიკიდან კი არა, ქართული სინამდვილიდან არის მოსაშთობი. იმედია, ჯოჯოხეთში მოხვდება, კუპრში.

ავტორი: თამარ გონგაძე

X