16:20 | 2020-05-08 ავტორი: Prime Time

იმედია მაპატიებთ და შემიცოდებთ – რატომ მიმართავს ასე ნინა ზარქუა instagram მიმდევრებს

იმედია მაპატიებთ და შემიცოდებთ – რატომ მიმართავს ასე ნინა ზარქუა instagram მიმდევრებს

დიზაინერი, მოდელი და ფეხბურთელ ალექსანდრე ამისულაშვილის მეუღლე, ნინა ზარქუა სოციალურ ქსელში, განსაკუთრებით კი instagram გვერდზე დიდი პოპულარობით სარგებლობს.

 

მას 65 ათასზე მეტი მიმდევარი ჰყავს instagram-ზე.

 

დიზაინერმა ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა ფოტო, რომელიც საცურაო კოსტიუმში აქვს გადაღებული, თუმცა როგორც ჩანს ნინამ ფოტოშოპის მეშვეობით ოდნავ ფოტო შეასწორა და ეს ყველაფერი ფოლოვერებს არ გამორჩენიათ.

 

რაზეც ნინა წერს:

 

სანდლები ტანთან არაპროპორციული მომეჩვენა და დავაგრძელე ჩემი ჭკუით, ჩემო ჩასაფრებულო ფოლოვერებო, მადლობა, რომ ყველა წერტილს მიმოწმებთ.

 

ასე რომ გიყვარვართ და გაინტერესებთ, მაგრამ მეც ადამიანი ვარ და მეც ვცდები.

 

პირიქით ფოტოშოპის არ ცოდნა კარგია, ესე იგი არ მივმართავ ხშირად. იმედია მაპატიებთ და შემიცოდებთ“, – წერს დიზაინერი.

 

ავტორი: Prime Time

X