
ერთ-ერთმა უკრაინულმა გამოცემა vesti.ua-მ ცოტა ხნის წინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სააკაშვილს COVID-19 დაუდგინდა.
„პრაიმტაიმი“ შეეცადა დეტალები „ნაციონალური მოძრაობაში“ გაერკვია.
პარტიის ერთ-ერთი წევრი სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ ამის შესახებ არ სმენია. „ვერ გეტყვით არაფერი მსმენია მსგავსი, იმედია, რომ არაა სიმართლე“.
ინფორმაციას არ ადასტურებს, არც თინა ბოკუჩავა. „ჩემი ინფორმაციით, არაფერი მსგავსი“, – გვითხრა ბოკუჩავამ.
განახლება: მოგვიანებით სალომე სამადაშვილმა „პრაიმტაიმს“ განუცხადა, რომ ინფორმაცია გადაამოწმა და უკრაინული გამოცემის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ტყუილი აღმოჩნდა.






















