17:01 | 2021-07-16 ავტორი: თეონა ყაჭიური

„იმედია, სახელმწიფო უდანაშაულო ადამიანებს არ დასჯის!“ – ალექსანდრე ფალავანდიშვილი და ზურაბ მახარაძე დაკავებას არ გამორიცხავენ

„იმედია, სახელმწიფო უდანაშაულო ადამიანებს არ დასჯის!“ – ალექსანდრე ფალავანდიშვილი და ზურაბ მახარაძე დაკავებას არ გამორიცხავენ

გურამ ფალავანდიშვილის შვილმა „ალექსანდრე ფალავანდიშვილმა და ალტ-ინფოს“ დამფუძნებელმა ქალაქის მთავარი სამმართველო დატოვეს.

 

როგორც ალექსანდრე ფალავანდიშვილმა განაცხადა, ის გამოკითხვაზე დაბრუნდება, თუ ამას გამოძიება გადაწყვეტს.

 

„ჯერ არ დასრულებულა პროცესი. მე საგამოძიებო თემასთან დაკავშირებით რაღაც დეტალზე გავდივარ. იმედია, რომ უკანონოდ, იმის გამო, რომ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა მოგვთხოვა, უდანაშაულო ადამიანებს სახელმწიფო არ დასჯის“, – განაცხადა ალექსანდრე ფალავანდიშვილმა.

 

რაც შეეხება მახარაძეს, ის არ გამორიცხავს დაკავებას, თუ „ელჩების მხრიდან გამოძიებაზე ზეწოლა გაგრძელდება“.

 

ჯერ-ჯერობით, პოლიციის სამმართველოში გამოკითხვაზე რჩება გურამ ფალავანდიშვილი.

 

ცნობისთვის, დღეს გამოკითხვაზე გადაიყვანეს გურამ ფალავანდიშვილი, მისი შვილი და „ალტ-ინფოს“ დამფუძნებელი, ზურაბ მახარაძე. გამოკითხვაზე დაიბარეს ასევე მღვდელი, რომელმაც აქციაზე ჯგუფს ძალადობისკენ მოუწოდა.

 

ასევე წაიკითხეთ:

 

 

 

 

ავტორი: თეონა ყაჭიური

X