00:15 | 2021-07-04 ავტორი: Prime Time

„იმედია, სხვა რამის თქმა უნდოდა ბატონ ცერცვაძეს“ – ფხაკაძე „ფაიზერის“ მერსედესთან შედარებას ეხმაურება

„იმედია, სხვა რამის თქმა უნდოდა ბატონ ცერცვაძეს“ – ფხაკაძე „ფაიზერის“ მერსედესთან შედარებას ეხმაურება

ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირეტქორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებას, რომ შეუძლებელია ყველა „ფაიზერით” აიცრას და ეს იგივე იქნებოდა ყველას „მერსედესის“ ბოლო გამოშვება მოენდომებინა, სოციალურ ქსელში პროფესორი გიორგი ფხაკაძე ეხმაურება.

 

ფხაკაძის თქმით, “„ფაიზერი”  არ არის ბოლო გამოშვების მერსედესი, ფაიზერი არის უბრალოდ “მანქანა””.

 

იმედია, კონტექსტიდან არის ამოღებული

 

და ისე ხო … მართალია… რითი აიცრა ბატონი ცერცვაძე?! როგორც ცნობილია ფაიზერით!

 

ერთადერთი გზა, რომ შევაჩეროთ დელტა ვარიანტი ეს არის მაღალ ეფექტური ვაქცინები … ფაიზერი ჩემო ბატონო.

 

ფაიზერის ვაქცინა ეს არ არის ბოლო გამოშვების მერსედესი, ფაიზერი არის უბრალოდ “მანქანა”. დანარჩენი კი “ხრიკები”…

 

წაიკითხეთ ჩემი ბოლო სტატუსები და მიხვდებით რომ ეს ასე არის.

 

მე მაინც იმედი მაქვს, რომ ეს გამოთქმა ბატონი ცერცვაძის არის კონტექსტიდან ამოგდებული…”, – წერს გიორგი ფხაკაძე.

 

ასევე ნახეთ: რითი ჰგავს „ფაიზერი“ მერსედესის ბოლო მოდელს – თენგიზ ცერცვაძის განმარტება

ავტორი: Prime Time

X