13:43 | 2021-06-13 ავტორი: Prime Time

იმედიანად ვიყავი, იმ დილით თურქეთიდან წამლები გამოვუწერე… ის კი გარდაიცვალა – ქეთი წიკლაური

იმედიანად ვიყავი, იმ დილით თურქეთიდან წამლები გამოვუწერე… ის კი გარდაიცვალა – ქეთი წიკლაური

4 თებერვალს, ლურჯი მონასტრის კედლებიდან არწივი გააცილეს, რომელიც შვილთან იმიერში გაფრინდა.

 

საზოგადოებამ უკანასკნელად მიაგო პატივი ქართული ესტრადის ლეგენდარულ მომღერალს. იყო, აპლოდისმენტები, ბევრი ცრემლი და ყვავილი. მანამდე იყო ვერაგი ვირუსი, რომელმაც ეს არწივი დაჭრა, და ამიერ საქართველოს „ხმა წაართვა“…

 

თემურ წიკლაურმა აქ, ამიერში ქართული სულის უკვდავება, უკვდავი სახელი დატოვა და რაც მთავარია სიყვარული, რომელიც ყველა თაობას აერთიანებს.

 

„თემურ წიკლაურის შვილობა არის დიდი სიამაყე, ზოგჯერ გადამეტებული ყურადღებით შეწუხება. ის არასოდეს ყოფილა მკაცრი, მშობლები დიდ თავისუფლებას მაძლევდნენ, ის ძალიან ლოიალური იყო.” – ამბობს ქეთი წიკლაური.

 

როგორია, როცა მამას უყურებ სარეცელზე უძლურს, იბრძვი და ვერ შველი, როგორია ცხოვრება, როცა ერთ დღესაც მამის გარეშე რჩები … რა დარჩა სათქმელი … ამ ყველაფერზე „არწივის“ შვილი, ქეთი წიკლაური გადაცემა „ექიმების“ ეთერში დეტალურად საუბრობს, რომელსაც ოთხშაბათს, 16 ივნისს „რუსთავი2“-ის ეთერში ნახავთ.

 

ნახეთ სიუჟეტი გადაცემიდან ექიმები  ↓

 

 

 

 

 

ეს დაგაინტერესებთ:

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X