
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უფროსმა ვაჟმა, ედუარდ სააკაშვილმა მოინახულა.
გორის ჰოსპიტალის დატოვების შემდეგ ედუარდ სააკაშვილმა ჟურნალისტებთან თქვა, რომ მესამე პრეზიდენტი თავს ფსიქოლოგიურად უკეთ გრძნობს და მზად არის სასამართლო პროცესს დაესწროს.
„სისუსტე შეიმჩნევა, თუმცა არის ფსიქოლოგიურად ფორმაში და აქვს სურვილი, რომ დაესწროს სასამართლო პროცესს და მეც დიდი იმედი მაქვს, რომ ამის შესაძლებლობა ექნება. პოლიტიკაზე არ გვისაუბრია, სასიამოვნო შეხვედრა იყო და იმედიანად ვუყურებ ახლო მომავალს“, – თქვა ედუარდ სააკაშვილმა.
ნახეთ სხვა სიახლეები და ვიდეოები
- 4 შვილის დედა, ხატმწერი თეა გორდელაძე გარდაიცვალა – „40 დღე იშიმშილა და განწმენდილი წარსდგა უფალთან“























