23:20 | 2021-10-28 ავტორი: სალომე ნეფარიძე

იმედს ვიტოვებთ, სამწუხარო გაუგებრობასთან გვაქვს საქმე და უახლოეს საათებში მივიღებთ შესაბამის ახსნა-განმარტებას – გვარამია Ipsos Global-ზე

იმედს ვიტოვებთ, სამწუხარო გაუგებრობასთან გვაქვს საქმე და უახლოეს საათებში მივიღებთ შესაბამის ახსნა-განმარტებას – გვარამია Ipsos Global-ზე

„იმედს ვიტოვებთ, სამწუხარო გაუგებრობასთან გვაქვს საქმე და უახლოეს საათებში მივიღებთ შესაბამის ახსნა განმარტებას“, – ამის შესახებ „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია „ფეისბუქზე“ წერს.

 

„სრულიად გამაოგნებელია ის ფაქტი, რომ ტელეკომპანია მთავარი თავისი დიდი ხნის კეთილსაიმედო პარტნიორი კომპანიის Ipsos Global-ის პოზიციას პირველად ისმენს ქართული ოცნების მიერ გამართულ ბრიფინგზე.

 

„მთავარი არხის“ დაკვეთილი კვლევის არასწორი შედეგების გავრცელების გამო „ქართულ ოცნებაში“ გაკეთებული განცხადების შემდეგ ipsos global-ის ვებგვერდმა მუშაობა შეაჩერა
2021-10-28„მთავარი არხის“ დაკვეთილი კვლევის არასწორი შედეგების გავრცელების გამო „ქართულ ოცნებაში“ გაკეთებული განცხადების შემდეგ ipsos global-ის ვებგვერდმა მუშაობა შეაჩერა

 

იმედს ვიტოვებთ, სამწუხარო გაუგებრობასთან გვაქვს საქმე და უახლოეს საათებში მივიღებთ შესაბამის ახსნა-განმარტებას და ეს ინციდენტი ამით ამოიწურება.

 

წინააღმდეგ შემთხვევაში, მთავარი არხი საკუთარ პოზიციას ხვალ 12 საათზე გააცნობს საზოგადოებას“ – წერს ნიკა გვარამია.

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X