
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ რიონში ორი მამაკაცი მოკლეს.
“რუსთავის 2-ის” ინფორმაციით, მოკლულები ძმები არიან და ისინი, სავარაუდოდ, მეზობელმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა.
ადგილობრივების თქმით, მკვლელობა რამდენიმე დღის წინ მომხდარ კონფლიქტს უკავშირდება.
ავტორი: Prime Time






















