18:28 | 2021-04-04 ავტორი: Prime Time

იმერეთში მოკლულ ძმებზე ახალი დეტალია ცნობილი – პოლიცია გარდაცვლილების ბიძაშვილს ეძებს

იმერეთში მოკლულ ძმებზე ახალი დეტალია ცნობილი – პოლიცია გარდაცვლილების ბიძაშვილს ეძებს

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ რიონში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, ადგილობრივების ინფორმაციით, მათივე ბიძაშვილს ეძებენ. დაღუპულები 30 და 35 წლის მამაკაცები არიან, ერთს ტყვია მუცელში, მეორეს კი – ფეხში აქვს მოხვედრილი.

 

ვრცელდება ვერსია, რომ დანაშაული ნათესავებს შორის 2 დღის წინ მომხდარ კონფლიქტს უკავშირება.

 

ოფიციალური ვერსია, ჯერჯერობით, უცნობია. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. გამოძიება 109-ე მუხლით დაიწყო.

 

 

 

იმერეთში ორი ძმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლეს
2021-04-04იმერეთში ორი ძმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლეს
ავტორი: Prime Time

X