14:51 | 2020-10-01 ავტორი: სალომე ნეფარიძე

იმერეთში ორი მაღაზია დაიკეტა – კორონავირუსი 20 თანამშრომელს დაუდასტურდა

იმერეთში ორი მაღაზია დაიკეტა – კორონავირუსი 20 თანამშრომელს დაუდასტურდა

იმერეთში დღეს ინფიცირების 98 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. დადასტურებული შემთხვევების დიდი ნაწილი ოქროს ბირჟას უკავშირდება, რომელიც ქალაქის ცენტრში მდებარეობს.

 

„თურმე ჩვენი თანამშრომელი დადიოდა ვირუსიანი, არ გაუხმელია რომ ყელი ტკიოდა. ორი დღის წინ მოვიდნენ ეპიდემიოლოგები და ტესტი გაგვიკეთეს. ტესტის პასუხებამდე თვითზოლაციაში ვარ“, – უთხრა პრაიმტაიმს ერთ-ერთმა თანამშრომელმა.

 

ფალიაშვილის ქუჩაზე დაკეტილია ძვირფასი ნივთების ორი მაღაზია. იმერეთის გუბერნატორის, ზვიად შალამბერიძის ინფორმაციით, ვირუსი 20 თანამშრომელს დაუდასტურდა, რომლებიც კლინიკებში, კონტაქტები კი იზოლაციაში არიან.

 

ინფიცირებულთა 70% ქუთაისზე მოდის. მათი ნაწილი ძველ კლასტერებს უკავშირდება, არის ახალი ერთეული შემთხვევები, რომელთა წყაროების დადგენაც მიმდინარეობს.

 

ავტორი: კესო მოლაშხია

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X