12:13 | 2020-03-25 ავტორი: Prime Time

იმერეთში სწრაფ ტესტებს არ გამოიყენებენ

იმერეთში სწრაფ ტესტებს არ გამოიყენებენ

იმერეთის რეგიონში სწრაფ ტესტებს არ გამოიყენებენ,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსი გოჩა გიორგაძე განმარტავს.

 

„ჯერ ჩვენთან ამის აუცილებლობა არ დგას, პირველ რიგში მარნეულსა და ბოლნისს მოხმარდება“, – ამბობს გოჩა გიორგაძე.

 

მისივე თქმით, დღეის მონაცემებით 131 ბიოლოგიური ნიმუში შემოწმდა და აქედან მხოლოდ ერთი აღმოჩნდა დადებითი.

 

პაციენტს, რომელსაც COVID-19 დაუდგინდა, ესპანეთში მოგზაურობის ისტორია აქვს და ის ამჟამად საჩხერის რაიონულ საავადმყოფოში აგრძელებს მკურნალობას.

 

გიორგაძის თქმით, ბოლო 24 საათის განმავლობაში 8 ბიოლოგიური ნიმუში შემოწმდა და ყველას პასუხი უარყოფითია.

 

მისი ინფორმაციით, ამ დროისთვის საჩხერეში 58 მოქალაქეა, აქედან 30 მარნეულის მკვიდრია. საირმეში 218, წყალტუბო პლაზაში 93, წყალტუბოს ყოფილი სამხედრო სანატორიუმიდან გაეწერა 85 პირი გუშინ და დარჩა 16 მოქალაქე, ასევე თვითიზოლაციაში იმყოფებიან თერჯოლასა და ხარაგაულში დასაქმებული მარნეულის მცხოვრებლები. 26 ადამიანია ხარაგაულში, 28 კი თერჯოლაში.

 

საქართველო კორონავირუსის 20 000 ტესტს ყიდულობს

 

ცნობილია დრო, როდის დაიწყებენ სწრაფი ტესტებით დიაგნოსტირება საქართველოში

 

ავტორი: თეონა აბესაძე 

 

ასევე, დაგაინტერესებთ:

გვაქვს თუ არა საკმარისი რაოდენობით მართვითი სუნთქვის აპარატები
2020-03-12გვაქვს თუ არა საკმარისი რაოდენობით მართვითი სუნთქვის აპარატები
 
პაციენტებისთვის დამატებით 600-მდე საწოლია მზად - ჯანდაცვის მინისტრი მოსალოდნელ რისკებზე
2020-03-17პაციენტებისთვის დამატებით 600-მდე საწოლია მზად - ჯანდაცვის მინისტრი მოსალოდნელ რისკებზე

ავტორი: Prime Time

X