16:42 | 2021-10-19 ავტორი: Prime Time

იმის იმედი არავის ჰქონდეს, რომ კორონავირუსი არ დაემართება – პაატა იმნაძე 

იმის იმედი არავის ჰქონდეს, რომ კორონავირუსი არ დაემართება – პაატა იმნაძე 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძე ქვეყანაში აცრის რაოდენობით უკმაყოფილოა.

 

როგორც იმნაძემ „დღის კურიერში“ საუბრისას განაცხადა, არავის ჰქონდეს იმედი, რომ კორონავირუსი არ დაემართებათ.

 

„ქვეყანაში მოსახლეობის მესამედის აცრა არ ნიშნავს იმას, რომ საზოგადოება აცრილია. დღეს ჩვენი საზოგადოების თითქმის ნახევარი ამთვისებელია. ეს ნიშანვს, რომ წითელა და ჩუტყვავილა რომ მოედება ხოლმე მას ვინც იმუნური არ არის, ასე იქნება კორონავირუსიც.

 

ვინ არის კობა ნაყოფიას 20 წლით უმცორის მეუღლე? - მილიონერმა პოლიტიკოსმა შვილის მეგობარზე იქორწინა
2021-10-19ვინ არის კობა ნაყოფიას 20 წლით უმცორის მეუღლე? - მილიონერმა პოლიტიკოსმა შვილის მეგობარზე იქორწინა

 

ყველას იპოვნის, ვინც არ არის იმუნური და ყველას დაემართება. იმის იმედი არ ჰქონდეს ვინმეს, რომ კორონავირუსი არ დაემართება“,- განაცხადა პაატა იმნაძემ.

 

ცნობისთვის, 19 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსის 5 739 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო გარდაიცვალა 36 ადამიანი. დადებითობის დღიური მაჩვენებელი კი 10.15%-ია.

 

ამასთან, 19 ოქტომბრის მონაცემებით სულ ჩატარებულია 1 920 934 აცრა. სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 013 507 ადამიანი – მოზრდილი მოსახლეობის 35.7 %

 

სრულად ვაქცინირებულია 907 106 ადამიანი – მოზრდილი მოსახლეობის 31.8%. 18 ოქტომბერს აიცრა 6 203 ადამიანი.

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X