12:21 | 2021-10-11 ავტორი: Prime Time

იმის თქმა, რომ სააკაშვილს არაფერი სჭირს, საზოგადოებისთვის თვალში ნაცრის შეყრაა – ადვოკატი

იმის თქმა, რომ სააკაშვილს არაფერი სჭირს, საზოგადოებისთვის თვალში ნაცრის შეყრაა – ადვოკატი

რუსთავის ციხეში, მიხეილ სააკაშვილი ადვოკატებმა მოინახულეს. ციხის დატოვების შემდეგ ისინი იტყვიან, როგორია ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

 

მანამდე კი სააკაშვილის ერთ-ერთი ადვოკატი, ბექა ბასილაია პენიტენციური სამსაუხურის განცხადებას „თვალში ნაცრის შეყრას“ უწოდებს.

სააკაშვილმა თაკო ჩარკვიანს ციხიდან წერილი გაუგზავნა - რას გეგმავს პოლიტიკოსი
2021-10-11სააკაშვილმა თაკო ჩარკვიანს ციხიდან წერილი გაუგზავნა - რას გეგმავს პოლიტიკოსი

 

„მოშიმშილე ადამიანის მდგომარეობა ერთ წუთს, როდესაც კონკრეტულად გაუზომავ წნევას იყოს რაღაც “იქს” წნევა, მაგრამ მეორე წუთში შეიცვალოს ეს. ყველას ძალიან კარგად უნდა ესმოდეს ეს და თავის დამშვიდება და პენიტენციური სამსახურის მხრიდან იმდაგვარად პოზიციონირება, რომ იცით რა, მიშა სააკაშვილს არაფერი არ სჭირს, ეს არის საზოგადოებისთვის თვალში ნაცრის შეყრა“, – განაცხადა ადვოკატმა.

 

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. მან შიმშილობა პირველივე დღეს დაიწყო. როგორც სააკაშვილის ექიმი ამბობს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება. ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ პენიტენციურ სამსახურში და ამბობენ, რომ სააკაშვილის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X