
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძე ვაქცინის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიასთან დაკავშირებით საუბრობს.
როგორც მან განმარტა, მთელი მსოფლიოს საწარმოო სიმძლავრეები არ ეყოფა იმას, რომ ვაქცინები ყველა მსურველისთვის დამზადდეს.
„მესმის „დაჩიპვა“ ვაქცინა, ამის დაკავშირება ერთმანეთთან. რა უნდა ვთქვა ამაზე? გარდა იმისა, რომ ვაქცინები რომ გაჩნდება, ვისაც ძალიან დიდი სურვილი ექნება რომ აიცრას, ნეტავ, იმას ეყოს.
თქვენ წარმოგიდგენიათ, რამდენი მილიარდი ადამიანია დედამიწაზე?- მთელი მსოფლიოს საწარმოო სიმძლავრეები არ ეყოფა იმას, რომ ძალიან მალე დაამზადონ ეს ვაქცინები, ყველას ეყოს. ნეტავ, იმას ეყოს, ვისაც ძალიან მოუნდება რომ აიცრას“, – განაცხადა იმნაძემ.























