
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, 4-11 მაისს გამოცხადებული უქმე დღები ტრანსპორტის მოძრაობას არ შეეხება.
“ეს არ ეხება ტრანსპორტს, ეს ეხება დასვენების დღეებს. ამ შემთხვევაში დეტალები დაზუსტდება და გახდება ცნობილი საჯარო და კერძო სფეროებისთვის დამატებით” – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
ცნობისთვის, თამარ გაბუნიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ 4-11 მაისი უქმე დღეებად გამოცხადდა.






















