01:07 | 2021-05-12 ავტორი: Prime Time

ინდოელები კორონასგან დასაცავად ტანზე ძროხის ფუნას და შარდს ისმევენ – ნახეთ ექიმის მიმართვა

ინდოელები კორონასგან დასაცავად ტანზე ძროხის ფუნას და შარდს ისმევენ – ნახეთ ექიმის მიმართვა

photo: reuters

 

ინდოელი ექიმები მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ კორონავირუსის პრევენციის მიზნით სხეულზე ძროხის განავლის წასმა სხვა დაავადებების გავრცელების რისკს ზრდის. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს

 

გამოცემის ინფორმაციით, ქვეყნის დასავლეთით, გუჯარატის შტატში პოპულარული გახდა პრაქტიკა, როდესაც ადამიანების ძროხების თავშესაფრებში მიდიან, ფუნასა და შარდს აგროვებენ და სხეულზე ისვამენ. მათ სწამთ, რომ ეს იმუნიტეტს გააძლიერებს და შესაბამისად, კორონავირუსი არ დაემართებათ, ან ინფიცირების შემთხვევაში ვირუსს მარტივად დაამარცხებენ.

 

სანამ ეს მასა ადამიანებს შეაშრება, ისინი ძროხებს პატივს აგებენ, შემდეგ კი სხეულს რძით იბანენ. ექიმები აცხადებენ, რომ არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ ძროხის განავალი ადამიანის იმუნიტეტს აძლიერებს.

ავტორი: Prime Time

X