19:22 | 2020-03-19 ავტორი: რუსა ღვანიძე

ინდოეთის მთავრობა მოხუცებსა და 10 წლამდე ასაკის ბავშვებს, სახლში დარჩენას ურჩევს

ინდოეთის მთავრობა მოხუცებსა და 10 წლამდე ასაკის ბავშვებს, სახლში დარჩენას ურჩევს

„NEW DELHI“ -ის ინფორმაციით, ინდოეთში კორონავირუსის შემთხვევების ზრდის შეჩერებას ცდილობენ. მთავრობამ აკრძალა ინდოეთის ყველა საერთაშორისო ფრენა, ამ კვირადან დაწყებული ერთი კვირის განმავლობაში.

 

”აკრძალულია ინდოეთის საერთაშორისო კომერციული სამგზავრო თვითმფრინავების რეისები 2020 წლის 22 მარტიდან ერთი კვირის განმავლობაში,” – ნათქვამია მთავრობის განცხადებაში.

 

მთავრობამ სთხოვა ყველა მოხუცს (65 წელზე მეტი ასაკის), სახლში დარჩენა.

 

”სახელმწიფო მთავრობამ უნდა გასცეს შესაბამისი დოკუმენტები. ანალოგიურად, 10 წლამდე ასაკის ყველა ბავშვს ურჩია სახლში დარჩენა.

 

მთავრობამ ასევე მოითხოვა სარკინიგზო მაგისტრალები და სამოქალაქო ავიაცია შეჩერებულიყო ყველა შეღავათიანი მოგზაურობა – სტუდენტების, პაციენტებისა და დივიზიის კატეგორიის გარდა.

ავტორი: რუსა ღვანიძე

X