14:42 | 2021-07-27 ავტორი: Prime Time

ინდოეთში 17 წლის გოგო ოჯახის წევრებმა ცემით იმიტომ მოკლეს, რომ მას ჯინსები ეცვა

ინდოეთში 17 წლის გოგო ოჯახის წევრებმა ცემით იმიტომ მოკლეს, რომ მას ჯინსები ეცვა

ინდოეთში 17 წლის გოგო, ნეა ფასვანი ოჯახის წევრებმა ცემით იმიტომ მოკლეს, რომ მას ჯინსები ეცვა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC-ი ავრცელებს.  

 

გოგონას დედის თქმით, მისი შვილი ბაბუამ და ბიძებმა ჯოხებით სცემეს. მათ ნეას ჩაცმის სტილი არ მოეწონათ.

 

ნეა დედასთან ერთად
ნეა დედასთან ერთად

 

მისივე თქმით, როდესაც გოგომ გონება დაკარგა, მოძალადეებმა განაცხადეს, რომ მას საავადმყოფოში წაიყვანდნენ, გოგოს დედას კი, თან გაყოლის უფლება არ მისცეს.

 

შემთხვევიდან მეორე დღეს, თინეიჯერის ცხედარი დასახლებასთან ახლოს, ხიდზე ჩამოკიდებული იპოვეს. ირკვევა, რომ მათ გოგო საავადმყოფოში არც მიუყვანიათ.

 

პოლიციამ ოჯახის წევრების წინააღმდეგ გამოძიება უკვე დაიწყო.

 

ასევე ნახეთ ⇓

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X