
ავიამიმოსვლის შეჩერების გამო ინდოეთში ჩარჩენილი ექვსი ტურისტი ერთი თვე გამოქვაბულში ცხოვრობდა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
მედიის ცნობით, ტურისტები ინდოეთში ჩასულები იყვნენ საფრანგეთიდან, აშშ-დან, უკრაინიდან, თურქეთიდან და ნეპალიდან.
მას შემდეგ, რაც მათ ფული გაუთავდათ, უცხოელები ქალაქ რიშიკეშის მახლობლად ერთ-ერთ გამოქვაბულში დასახლდნენ.
ოთხი მამაკაცი და ორი ქალი გამოქვაბულში 24 მარტიდან ცხოვრობდნენ.
„ვირუსის პანდემია დაიწყო მაშინ, როდესაც ტაილანდში ვიყავით. თავიდან ტურისტული ბუნგალო ვნახეთ, მაგრამ იქიდან სამი დღის შემდეგ გამოგვყარეს. მას შემდეგ, რაც ყველა ტურისტული საცხოვრებელი დაიკეტა, ჩვენ სხვა გზა აღარ დაგვრჩა“,- ამბობს ერთ-ერთი ტურისტი.
ტურისტების პოვნის შემდეგ, პოლიციამ ისინი 14-დრიან კარანტინში გადაიყვანა, თუმცა როგორც ცნობილია, არცერთ მათგანს ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ ჰქონდა.
კორონავირუსის გამო ინდოეთში მარტის ბოლომდე გარეთ გასვლა აიკრძალა, გარდა აუცილებელი შემთხვევებისა.
ინდოეთში, ბოლო 24 საათში კორონავირუსის შემთხვევის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა.
ბოლო მონაცემებით, ინდოეთში ვირუსის 17 265 შემთხვევა დასტურდება, მათგან 543 გარდაცვლილია, 2 547 კი გამოჯანმრთელებული.
ცნობისთის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.






















