
ინდოეთში, პუნის შტატის მკვიდრი იუველირს COVID-19-სგან დასაცავად ოქროს ნიღაბი შეუკვეთა. ეს გადაწყვეტილება მან მას შემდეგ მიიღო, რაც მსგავსი ვერცხლის ნიღაბი დაინახა, რომელსაც ერთ-ერთი მოქალაქე ატარებდა.
როგორც Gulf News წერს, შანკარ კურადემ ნიღბის დასამზადებლად 3 800 დოლარი გადაიხადა. როგორც მამაკაცი აღნიშნავს უსაფრთხოების ყველანაირ ზომას ითვალისწინებს და ნიღბის ტარების გარდა იცავს სოციალურ დისტანციას.
ნიღაბი დაახლოებით 25-30 გრამს იწონის.
New accessory in the market.
Mask made of Gold.. 😆 pic.twitter.com/mh9zG80CUD
— DeviPrasad (@Star_Fisheries) July 3, 2020























