
ინდოეთში კორონავირუსის პანდემიისა და რთული ვითარების ფონზე, დაფიქსირდა იშვიათი სოკოვანი ინფექცია.
როგორც India Times წერს, აღნიშნული დაავადება დაუდგინდათ პაციენტებს, რომლებმაც უკვე გადაიტანეს კორონავირუსი მძიმე ფორმით. ადგილობრივი სამთავრობო ორგანიზაციის NITI Aayog- ის განცხადებით, სოკოთი ინფიცირების შანსი იზრდება მაშინ, როდესაც პაციენტი ფილტვების ხელოვნურ ვენტილაციაზე იმყოფება.
ყველაზე რთული სიტუაცია გუჯარათის შტატშია, სადაც ამ დროისთვის ე.წ მუკორომიკოზის (სოკოვანო ინფექციის) ყველაზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა.
არსებული ინფორმაციით, სოკოვანი ინფექცია ყველაზე ხშირად გავლენას ახდენს ფილტვებსა და ცხვირხახაზე.























