
მდინარე განგიდან 96 ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას
ინდოეთის უტარ პრადეშის და ბიჰარის შტატების ხელისუფლებამ განაცხადა.
ადგილობრივის თქმით, განგში სხეულების გადაყრის მიზეზი ინდოეთში COVID-19 შემთხვევების რეკორდული მაჩვენებლის ფონზე კრემაციის მაღალი ღირებულებაა, რის გამოც გარდაცვლილების ახლობლები გარდაცვლილებს მდინარეში ყრიან.






















