
ინდოეთის ქალაქ რაიპურში ახალდაბადებულ ტყუპს სახელად კოვიდი და კორონა დაარქვეს. ბიჭი და გოგო ინდოეთში საერთონაციონალური კარანტინის დროს, 26 მარტს დაიბადნენ.
ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა Metro ავრცელებს.
მშობლები ამბობენ, რომ ეს სახელები მათ ყოველთვის შეახსენებს, თუ რა გაჭირვების წინაშე იდგა ამ დროს ინდოეთი და მთელი სამყარო.
„როდესაც საავადმყოფოს პერსონალმა ხუმრობით დაუწყო მათთვი კორონას და კოვიდის დაძახება, გადავწყვიტეთ, რომ სწორედ პანდემიის პატივსაცემად დაგვერქვია ეს სახელები“, – ამბობს ტყუპის დედა.
1.3 მილიარდი ადამიანი კარანტინში – ინდოეთში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ვრცლად ამის შესახებ წაიკთხეთ ბმულზე:























