
ინდონეზიაში, სამხრეთ სუმატრაში 64 წლის ქალმა 23 წლის ბიჭი იშვილა, ერთი წლის შემდეგ კი მან ქალს ხელი თხოვა და ისინი დაქორწინდნენ. ამის შესახებ გამოცემა 7News-ი წერს.
მბა გამბრენგმა არდი ვარსა 2019 წელს იშვილა. ქალი ირწმუნება, რომ მანამდე არც კი გაუვლია აზრად ახალგაზრდა კაცთან რამე სახის რომანტიული ურთიერთობა ჰქონოდა, მითუფრო, ქორწინება.
დაახლოებით ერთ წელიწადში შვილობილმა დედობილს უთხრა, რომ მას დაქორწინების დრო ჰქონდა. ქალის შვილად აყვანილი დანარჩენი სამი ქალიშვილი უკვე გათხოვილი იყო. ბიჭმა პირდაპირ ვარსას სთხოვა ცოლად გაჰყოლოდა. დედობილს ძალიან გაუკვირდა ეს წინადადება, მაგრამ დასთანხმდა.
ქორწილზე წყვილი საკმაოდ ბედნიერად გამოიყურებოდა.























