10:46 | 2020-03-27 ავტორი: თეონა ყაჭიური

ინფექციურ საავადმყოფოს დღეს კიდევ ერთი გამოჯანმრთელებული დატოვებს

ინფექციურ საავადმყოფოს დღეს კიდევ ერთი გამოჯანმრთელებული დატოვებს

ინფექციურ საავადმყოფოს დღეს კიდევ ერთი გამოჯანმრთელებული დატოვებს. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

 

როგორც მან აღნიშნა, პაციენტის კლინიკური მონაცემები გადამოწმდება, რის შემდეგაც იგი ცენტრს დატოვებს.

 

„გამოჯანმრთელებული პირებიდან ჩვენს ცენტრს კიდევ დაემატა ორი. ერთმა უკვე დატოვა ჩვენი ცენტრი. მეთორმეტე პაციენტის მდგომაროება უნდა შეფასდეს, ვირუსმა განიცადა ელიმინაცია, მაგრამ აუცილებელია გადამოწმდეს პაციენტის სხვა კლინიკური მონაცემებიც და ეს პაციენტიც დატოვებს ცენტრს. მე როგორც ვიცი, კიდევ ერთი გამოჯანმრთელებული არის საჩხერის საავადმყოფოდან. ასე რომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ 81-დან ამ დროისთვის 13 გამოჯანმრთელებული​ გვყავს“,- განაცხადა ეზუგბაიამ.

 

დღეს ცნობილი გახდა, რომ გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 13-მდე გაიზარდა. 

 

მიმდინარე მოვლენების ინფორმაცია მოკლედ:

 

 

 

 

  • მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სასურსათო მაღაზიების, ბენზინგასამართი სადგურების, კვების ობიექტების, ღია საკოლმეურნეო ბაზრების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურა.

 

 

 

 

 

 

წაიკითხეთ და გაითვალისწინეთ საჭირო რეკომენდაციები

 

 

 

 

 

 

 

გადაწყვეტილება, რომელიც საგანგებო რეჟიმს დროს მოქმედებს

 

 

 

 

 

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 13 პაციენტი გამოჯანმრთელდა
2020-03-27საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 13 პაციენტი გამოჯანმრთელდა
ავტორი: თეონა ყაჭიური

X