
„ორი განსაკუთრებით მძიმე პაციენტიდან ერთ-ერთის მდგომარეობა დასტაბილურდა“, -ამის შესხებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.
მისი თქმით, დღეს დადასტურებული შემთხვევიდან მათ კლინიკაში არცერთი პაციენტი არ არის მოთავსებული.
„გუშინ გაკეთდა 14 ტესტირება და ყველასთან მიღებულია უარყოფითი პასუხი. აქედან არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც ელოდებოდნენ გამოჯანმრთელებას. ასე, რომ დღეს კიდევ როგორც გამოჯანმრთელებული, შეემატება ამ 52 პაციენტს.
ასევე, იცით, რომ გვყავს 7 მძიმე პაციენტი. ორი პაციენტი განსაკუთრებით მძიმე.
აქედან ერთ-ერთი სტაბილურია რამდნიმე დღის განმვლობაში და აღარ არის განსაკუთრებით მძიმე“,- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
ბოლო მონაცემებით:
- საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 227 ადამიანია
- 28 მარტს გამკაცრდა საკარანტინო რეჟიმი სამეგრელოსა და ზემო სვანეთში.
- 23 მარტს, მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მარნეული და ბოლნისი მთლიანად ჩაიკეტა
- 21 მარტს, პრეზიდენტმა საქართველოს მთელს ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
- საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც ქვეყანაში შემოვა, საკარანტინო ზონაში მოთავსდება.
- მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სასურსათო მაღაზიების, ბენზინგასამართი სადგურების, კვების ობიექტების, ღია საკოლმეურნეო ბაზრების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურა.
- შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა აიკრძალა.
- შეზღუდვები შეეხო კაფე-ბარებსა და რესტორნებს.






















