
თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის 11 მოზარდი მკურნალობს. ამის შესხებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.
მისივე თქმით, საავადმყოფოს კიდევ ერთი ინფიცირებული ბავშვი დაემატა.
„ერთი არის თეთრიწყაროს კლასტერიდან. ჩვენთან, 2-3 დღეში დაახლოებით ოთხი პაციენტი შემოვიდა, ძირითადად ბოლნისის და მარნეულის წყაროებია, რაც ჩვენთან გვხვდება, ერთი პაციენტი არის თეთრიწყაროს კლასტერიდან.
მივიღეთ კიდევ ერთი ბავშვი და გვყავს 11 მოზარდი. მათი მდგომაროება დამაკმაყოფილებელია, მათთან დაავადების პროგრესირება არ შეინიშნება. ჩავატარებთ მონიტორინგის ტესტირებას და ალბათ თანდათანობით, შემოსვლის დღეების შესაბამისად ისინიც დატოვებენ კლინიკას“,- განაცხადა ეზუგბაიამ.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 496 შემთხვევაა დადასტურებული.
გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში – 6.
დღეიდან საქრთველოში გარკვეული შეზღუდვები მოიხსნება.
იხილეთ, შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის გეგმა:
შეზღუდვები, რაც 27 აპრილიდან მოიხსნება! – მთავრობის გეგმა
გახარია სასწავლო პროცესის განახლების დროს ასახელებს – აკადემიური წელი არ გამოცხადდება!
10 სახის ფულადი დახმარება მოქალაქეებს – ნახეთ ჩამონათვალი ანტიკრიზისული გეგმიდან
შეზღუდვების მოხსნის გრძელვადიანი ეტაპობრივი გეგმა – ნახეთ დეტალურად
კრიზისული მენეჯმენტისთვის ქვეყანა 3 მილიარდ 500 მილიონ ლარს დახარჯავს
პირები, რომლებმაც სამსახური დაკარგეს, 6 თვის განმავლობაში თვეში 200 ლარს მიიღებენ
27 აპრილიდან ავტომობილების მოძრაობა სრულად აღდგება! – გიორგი გახარია
როდის გაიხსნება სილამაზის სალონები – მთავრობა დროს ასახელებს
350 ათასამდე მოქალაქის დასახმარებლად 460 მილიონი დაიხარჯება
სხვა მხრივ, სხვა გზით შეუძლებელია გავუმკლავდეთ! – გახარია გამოწვეულ დისკომფორტზე






















