18:34 | 2020-05-19 ავტორი: სალომე ნეფარიძე

ინფექციურ საავადმყოფოში 2 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა 

ინფექციურ საავადმყოფოში 2 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა 

„ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობას 29 ინფიცირებული განაგრძობს, მათგან 2 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა“, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

 

მისივე თქმით, მძმე პაციენტს შორის არის 80 წელს გადაცილებული ქალბატონი, რომელსაც შაქრიანი დიაბეტი და ჰიპერტონული დაავადება აქვს.

 

„რომ გამოვალ, ჩემს ცოლს ვაკოცებ“ - რამდენიმე ამბავი კარანტინიდან 
2020-04-02„რომ გამოვალ, ჩემს ცოლს ვაკოცებ“ - რამდენიმე ამბავი კარანტინიდან 

 

„პაციენტების უმეტესობის ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. გვყავ 2 მძიმე ავადმყოფი, თუმცა მათი მდგომარეობაც უკვე სტაბილურია და პროგნოზი კეთილსაიმედოა.

 

მათ შორის ერთი არის 80 წელს გადაცილებული ქალბატონი, რომელიც იყო კრიტიკული ძალიან დიდი ხნის განმავლობაში.

 

მას აქვს შაქრიანი დიაბეტი, ჰიპერტონული დაავადება, პლუს ამას ასაკი და ეს ყველაფერი განაპირობებდა მდგომარეობის სიმძიმეს. გვყავს ახალგაზრდა მძიმე პაციენტიც, 44 წლის.

 

მას არ აქვს რაიმე ქრონიკული დაავადება. მძიმე პნევმონია აქვს, თუმცა პროგნოზს ვვარაუდობთ კეთილსაიმედოს“, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.

 

ბოლო მონაცემებით: 

 

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევამ 700-ს გადააჭარბა. აქედან, გამოჯანმრთელებულია 432 ადამიანი.გარდაცვლილია 12 ადამიანი.

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X