
ქუთაისის ახალ ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის შვიდი პაციენტია მოთავსებული. ანალიზები უკვე გადაგზავნილია ლუგარის ლაბორატორიაში. მათ შორის არის ორი წლის ბავშვი დედასთან ერთად, რომლებიც იტალიიდან ხუთი დღის წინ დაბრუნდნენ.
„კორონავირუსზე გამოსაკვლევად არის შვიდი პაციენტი შემოყვანილი. გუშინ დღის განმავლობაში მიღებულ იქნა 7 პაციენტი, რომელბსაც აღენიშნებოდათ რესპირატიული მოვლენები. მათ ან პირდაპირ, ან ირიბად ჰქონდათ კავშირი საზღვარგარეთთან ჩამოსულებთან. ღამის 11 საათზე დამთვრდა ყველას ანალიზების აღება. ყველა გადაგზავნილია ლუგარის ლაბორატორიაში. დღეს ველოდებით პასუხს. ამ შვიდიდან ერთი არის ბავშვი, ორი წლის, დედასთან ერთად, მათი საშუალო სიმძისმის, დამაკმაყოფილებელი მდგომარეობა აქვთ“, – განაცხადა ახალი ინფექციური საავადმყოფოს ექიმმა, თემურ ნადირაძემ.
ექიმის თქმით, თვითიზოლაციაში არიან მისი ოჯახის წევრები.
პაციენტები ბოქსირებულ და ნახვერადბოქსირებულ პალატებში არიან მოთავსებული.






















