11:22 | 2020-04-02 ავტორი: თეონა ყაჭიური

ინფექციურ საავადმყოფოში 5 მძიმე პაციენტი რჩება, რომლიდანაც ორის მდგომარეობა კრიტიკულია

ინფექციურ საავადმყოფოში 5 მძიმე პაციენტი რჩება, რომლიდანაც ორის მდგომარეობა კრიტიკულია

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, ინფექციურ საავადმყოფოში ამ დრომდე 5 მძიმე პაციენტი წევს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

 

„საერთო ჯამში, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირებული 36 პაციენტი მკურნალობს.

 

ამ დრომდე კლინიკაში გვყავს 5 მძიმე ავადმყოფი, აქედან 2 კრიტიკულია, ჯერ კიდევ არასტაბილურია მათი მდგომაროება. დანარჩენი სამის მდგომარეობა სტაბილურია. თუ ასე გაგრძელდება, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მათ გადალახეს ვირუსი“,- განაცხადა ეზუგბაიამ.

 

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 130 შემთხვევაა დაფიქსირებული.

 

 

 

 

 

 

 

 

  • მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სასურსათო მაღაზიების, ბენზინგასამართი სადგურების, კვების ობიექტების, ღია საკოლმეურნეო ბაზრების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურა.

 

 

 

 

 

წაიკითხეთ და გაითვალისწინეთ საჭირო რეკომენდაციები

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: თეონა ყაჭიური

X