
ინფექციურ საავადმყოფოში 8 პაციენტის განმეორებითი ტესტის პასუხს ელოდებიან, ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, მარინა ეზუგბაია აცხადებს.
„ინფექციურ საავადმყოფოში 16 პაციენტზე ჩატარდა ტესტირება და აქედან ყველა უარყოფითია. ჯერჯერობით, დადასტურებული რაოდენობა მომატებული არ არის.
ლუგარის ლაბორატორიაში კვლევები ისევ მიმდინარეობს.
ჩვენთან დილის შემდეგ მეორე ეტაპი დაიწყო, ტესტები განმეორებით ავიღეთ ისევ 8 პაციენტზე, რომლის პასუხიც გვიან გვექნება. სიახლეები დილისთვის გვეცოდინება“, – განმარტავს ეზუგბაია.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა შემთხვევა 148-მდე გაიზარდა, აქედან 27 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
კარანტინის რეჟიმში 5392, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 319 ადამიანი იმყოფება.






















