
აჭარაში, კორონავირუსის კიდევ ერთი დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა.
დაინფიცირებული არასრულწლოვანია, რომელიც ქობულეთის კლასტერს ეკუთვნის.
ის თბილისის კლინიკაშია გადაყვანილი.
მარინა ეზუგბაიას თქმით, ბავშვი ქობულეთის წყაროდან ერთ-ერთი ოჯახის წევრია.
„ჩვენთან დადასტურებული არის 39 პაციენტი, გუშინ 38 იყო და გვიან ღამით შემოგვემატა ერთი პაციენტი, ისიც ექვსი წლის ბავშვი, ამ ეტაპზე ჩვენს ცენტრში ექვსი ბავშვია, ექვსი მოზარდი მკურნალობს.
მათი მდგომარეობა არ არის რთული. ალბათ, გამოჯანმრთელების მხრივ პრობლემები არ გვექნება.
ყველა ბავშვი, რომელიც ჩვენ მივიღეთ, ქობულეთის წყაროა.
ერთ-ერთი ოჯახის წევრის ბავშვი შემოგვემატა გუშინ ღამე და ის გახდა მეექვსე ბავშვია ქობულეთის წყაროდან“, – განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსისგან 77 ადამიანი განიკურნა.
ხოლო ახალი კორონავირუსის შემთხვევა 22-ით გაიზარდა და 370 გახდა.
- საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით 17 აპრილის 12 საათიდან, 21 აპრილამდე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მსუბუქი ავტომობილების გადაადგილება იკრძალება.
- დახურულ სივრცეში სავალდებულო გახდა პირბადის ტარება. წინააღმდეგ შემთხვევაში იურიდიული პირი 15 ატასი ლარით დაჯარიმდება.
- მთავრობასა და საპატრიარქოს შორის შეთანხმება შედგა. შეთანხმების მიხედვით, ეკლესიის კარები მორწმუნეთათვის არ დაიკეტება!
- ხელისუფლების მოწოდებაა დარჩით სახლში, არ დაარღვიოთ კანონი
- 15 აპრილიდან, საქართველოს ოთხი დიდი ქალაქი 10 დღით ჩაიკეტა.
- 28 მარტს გამკაცრდა საკარანტინო რეჟიმი სამეგრელოსა და ზემო სვანეთში.
- 23 მარტს, მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მარნეული და ბოლნისი მთლიანად ჩაიკეტა
- დახურულია ყველა სავაჭრო ობიექტი, გარდა სურსათის მაღაზიებისა. დაკატილია აგრარული ბაზრები.
- საჯარო და კერძო სამსახურები გადავიდნენ დისტანციურ მუშაობაზე. შეჩერდა მუნიცილაური ტრანსპორტის მოძრაობა.
- კარანტინის წესის დამრღვევი ფიზიკური პირები 3 000 ლარით, იურიდიული პირები კი 15 000 ლარით დაჯარიმდებიან.
- შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა აიკრძალა.
- შეზღუდვები შეეხოკაფე-ბარებსა და რესტორნებს.






















