11:10 | 2020-04-14 ავტორი: ალექსი ქამადაძე

ინფექციურ საავადმყოფოში კიდევ ერთი სასულიერო პირს ჩაუტარეს კორონავირუსზე ტესტი

ინფექციურ საავადმყოფოში კიდევ ერთი სასულიერო პირს ჩაუტარეს კორონავირუსზე ტესტი

ჩვენთან კვლევა ჩაუტარდა ერთ-ერთი ტაძრის მამაოს, რომელთანაც ნეგატიური პასუხი მივიღეთ. ის, როგორც სხვა ვირუსული ინფექციით ავადმყოფი, გადაყვანილი იქნა სხვა განყოფილებაში, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

 

როგორც ეზუგბაიამ განაცხადა, მამაო კლინიკას დღეს დატოვებს.

 

„როცა ნეგატიურ პასუხებს მივიღებთ ხოლმე, ვიდრე ტემპერატურა აქვს და არ გამოჯანმრთელდება, გადაგვყავს სულ სხვა განყოფილებაში, იზოლირებულად იქ განაგრძობს მურნალობას. დღეს დილას მას ტემპერატურა არ აქვს და შესაძლოა, დღის განმავლობაში დატოვოს კლინიკა“ , – განაცხადა ეზუგბაიამ.

 

ამ დროის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით 296 ადამიანია ინფიცირებული, მათგან 68 გამოჯანმრთელდა, ხოლო 3 გარდაიცვალა.

 

 

ავტორი: ალექსი ქამადაძე

X