18:40 | 2021-07-23 ავტორი: Prime Time

ინფექციურ საავადმყოფოში ყირიმ-კონგოს ცხელებით ქალი გარდაიცვალა

ინფექციურ საავადმყოფოში ყირიმ-კონგოს ცხელებით ქალი გარდაიცვალა

ინფექციურ საავადმყოფოში ყირიმ-კონგოს ცხელებით 50 წლამდე ქალი  გარდაიცვალა.

 

როგორც კლინიკაში “პრაიმტაიმნიუსს” განუცხადეს, პაციენტი საავადმყოფოში ორი დღის წინ გადაიყვანეს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმედ ფასდებოდა, რადგან პროცესი ღრმად იყო წასული. პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობდა. სამწუხაროდ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

 

ცნობისთვის, ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება ცხოველისა და ადამიანის ვირუსული დაავადებაა, რომლის ძირითადი გადამტანი ტკიპაა.

ავტორი: Prime Time

X