
ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული ორი ახალი პაციენტია მოთავსებული, რომელიც კლინიკაში სახლიდან გადაიყვანეს,- ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.
„დღეს, დღის მეორე ნახევრისთვის ჩვენს ცენტრში დაგვემატა ორი დადასტურებული პაციენტი. ეს ჩვენს ცენტრში დადასტურებული არაა.
როგორც ვიცით, არსებული კონტაქტების გამოკვლევისას ორ პაციენტს კიდევ დაუდასტურდა და ეს ორი პაციენტი ბინიდან გადმოყვანეს ჩვენთან.
ამ დროისთვის უკვე 33 პაციენტი მკურნალობს ჩვენს ცენტრში. ჯერჯერობით 18 გამოჯანმრთელებულია ჩვენგან გაწერილი.
დღის მეორე ნახევარში კიდევ ჩატარდება ტესტირება და იმედი მაქვს, კიდევ დაგვემატება გამოჯანმრთელებული პაციენტები. ზოგადად, ქვეყანაში 21 პაციენტია გამოჯანმრთელებული.
19-ს კიდევ ორი დაემატა, თუ არ ვცდები, საჩხერის ცენტრიდან გაეწერა კიდევ 3 გაჯანმრთელებული“, – აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.
ამ დროის მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ით ინფიცირების 110 შემთხვევა დადასტურდა.
- 31 მარტის მდგომარეობით გამოჯანმრთელდა 21 ადამიანი.
- 28 მარტს გამკაცრდა საკარანტინო რეჟიმი სამეგრელოსა და ზემო სვანეთში.
- 23 მარტს, მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მარნეული და ბოლნისი მთლიანად ჩაიკეტა
- 21 მარტს, პრეზიდენტმა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
- საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც ქვეყანაში შემოვა, საკარანტინო ზონაში მოთავსდება.
- მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სასურსათო მაღაზიების, ბენზინგასამართი სადგურების, კვების ობიექტების, ღია საკოლმეურნეო ბაზრების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურა.
- შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა აიკრძალა.
- შეზღუდვები შეეხო კაფე-ბარებსა და რესტორნებს.






















