19:41 | 2020-03-27 ავტორი: ალექსი ქამადაძე

ინფექციური საავადმყოფოდან მე-13 გამოჯანმრთელებული პაციენტი გაწერეს

ინფექციური საავადმყოფოდან მე-13 გამოჯანმრთელებული პაციენტი გაწერეს

ინფექციური საავადმყოფოდან მე-13 გამოჯანმრთელებული პაციენტი გაწერეს. ამის შესახებ ინფექციურის საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

 

მისი თქმით, პაციენტი 2 კვირის განმავლობაში, სახლში თვითიზოლაციაში დარჩება.

 

„დილის მერე სიტუაცია არ შეცვლილა, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ეტაპზე საქართველოში გვყავს 81 და საღამოს მონაცემებიც იგივეა, არაფერი არ შეცვილა. 81 დადასტურებული შემთხვევიდან ჩვენთან [ინფექციურ საავადმყოფოში] მკურნალობს 32 პაციენტი. ცამეტმა პაციენტმა უკვე დატოვა ჩვენი კლინიკა“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

 

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული პირველი პაციენტი, ინფექციური კლინიკიდან, 16 მარტს გაწერეს.

 

 

მიმდინარე მოვლენების ინფორმაცია მოკლედ:

 

 

 

 

  • მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სასურსათო მაღაზიების, ბენზინგასამართი სადგურების, კვების ობიექტების, ღია საკოლმეურნეო ბაზრების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურა.

 

 

 

 

 

 

წაიკითხეთ და გაითვალისწინეთ საჭირო რეკომენდაციები

 

 

 

 

 

 

 

გადაწყვეტილება, რომელიც საგანგებო რეჟიმს დროს მოქმედებს

 

 

 

ავტორი: ალექსი ქამადაძე

X