14:38 | 2021-09-07 ავტორი: Prime Time

ინფიცირებულ ორსულთა რიცხვმა 5 000-ს მიაღწია – თამარ გაბუნია გარდაცვლილი ორსულების რიცხვსაც ასახელებს

ინფიცირებულ ორსულთა რიცხვმა 5 000-ს მიაღწია – თამარ გაბუნია გარდაცვლილი ორსულების რიცხვსაც ასახელებს

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განმარტებით, წელს ინფიცირებული ორსულების რაოდენობამ თითქმის 5 000-ს მიაღწია. ამის შესახებ თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

 

მისი თქმით, ორსულებში დელტა შტამის გავრცელება განსაკუთრებით სწრაფი იყო.

 

ერთდროულად მიმდინარე პერიოდში 40-დან 50-მდე ორსული არის ინფიცირებული. რა თქმა უნდა, მდგომარეობა სხვადასხვა სიმძიმისაა, მაგრამ გარდაცვალების მაჩვენებელი იყო 0,3%, რაც საერთო სიკვდილიანობასთან შედარებით დაბალი.

 

რაც შეეხება ორსულების ვაქცინაციას, ეს პროცესი მიმდინარეობს, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ აქტივობა ძალიან მაღალია. ჩვენ ვმუშაობთ ანტენატალური სერვისის მიმწოდებლებთან, რომ მათ სწორი განმარტება მისცენ ორსულებს ვაქცინაციის თაობაზე. ჯერჯერობით ვაქცინაცია დასაშვებია მხოლოდ “ფაიზერით”. იყო შემთხვევები, როდესაც ქალბატონები აიცრნენ Sinopharm-ითა ან Sinovac-ით, შემდეგ დადგა ორსულობა და შემდეგ დოზაზე მათ მოგვმართეს იმისთვის, რომ შეეცვალათ ვაქცინა. ექსპერტების ჯგუფის დასკვნით, მათ მიეცათ საშუალება, რომ აცრილიყვნენ Pfizer-ის ვაქცინით. რა თქმა უნდა, მეტი აქტივობა არის სასურველი ორსულების მხრიდან“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

 

შარშან 1 300-მდე ორსული იყო კოვიდინფიცირებული, რომელთაგან მხოლოდ ერთი გარდაიცვალა. წელს კი ინფიცირებული ორსულების რაოდენობამ მიაღწია თითქმის 5 000-ს.

 

ასევე ნახეთ: დაიწყება თუ არა 12 წლიდან მოზარდების ვაქცინაცია რას ამბობს თამარ გაბუნია

 

 

ნახეთ: რა გადაწყვეტილებები მიიღო დღეს საკოორდინაციო საბჭომ – ნახეთ სრულად

 

ცნობისთვის, დღეს ქვეყანაში კორონავირუსის 1 965 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 50 ადამიანი. დადებითობის დღიური მაჩვენებელი კი  7.67%-ია.

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X