
„22 პაციენტიდან 7-თან არის დადასტურებული პნევმონია“, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, ერთი ინფიცირებული ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა, თუმცა წინა დღეებთან შედარებით, სტაბილურია.
„22 პანციენტიდან 7-თან არის დადასტურებული პნევმონია, გულ-მკერდის გადაკვლევების ჩატარების შედეგად. აქედან, როგორც იცით, ერთი პაციენტის მდგომარეობა არის შედარებით მძიმე, მაგრამ გარკვეულწილად, რამოდენიმე დღეა სტაბილურია მისი მდგომარეობა დაავადება არ პროგრესირებს. პაციენტების დაავადების პროგრესირება, მიუხედავად მკურნალობისა, შეიძლება პროგრესირდეს, ეს არის დაავადების ხასიათი. ამიტომ, დაახლოებით ინფიცირების პირველი დღიდან 13 დღემდე, შესაძლოა მოხდეს პროგრესირება. თუ გადავლახეთ ეს 13 დღე და პაციენტის მდგომარეობა იქნება სტაბილური, ეს იმის მიმანიშნებელია, რომ თანდათანობით დაიწყება გამოჯამრთელებისკენ ტენდენცია“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით 25 ადამიანია ინფიცირებული, კარანტინის რეჟიმში 245 იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 58 პაციენტი იმყოფება.






















