
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განმარტებით, ქვეყანაში ინფიცირებულებიდან 78% უკვე გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
როგორც ეზუგბაია ამბობს, ახალი ინფიცირებული შემთხვევებიდან ერთი სატვირთოს მძღოლია.
„ამ ეტაპზე კოვიდცენტრებში 153 პაციენტი მკურნალობს. გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 408-ით აჭარბებს ინფიცირებულ პაციენტებს.
3 ახალი შემთხვევიდან 1 არის სატვირთო მანქანის მძღოლი, დანარჩენი 2 გახლავთ უკვე არსებული, დადასტურებული შემთხვევების კონტაქტი. სატვირთოს მძღოლი კარანტინში იყო და იქ დადასტურდა“,- აცხადებს ეზუგბაია.























