11:40 | 2020-09-10 ავტორი: Prime Time

„ინფიცირებულების რაოდენობა კიდევ გაიზრდება“- პაატა იმნაძე

„ინფიცირებულების რაოდენობა კიდევ გაიზრდება“- პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძე აცხადებს, რომ მოსალოდნელია ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდა.

 

„რათქმაუნდა ინფიცირებულების რაოდენობა კიდევ გაიზრდება, რადგან ჩვენ კოტაქტების გამოვლენას მივსდევთ.

 

როცა კონტაქტებს მივსდევთ და ვადასტურებთ, ეს ნაკლებად შემაშფოთებელია. როდესაც ჩვენ ვიჭერთ მოქალაქეებს საკარანტინო სივრცეებში და იქ გამოუვლინდებათ, ესეც ნაკლებად შემაშფოთებელია. ასევე, მოძიებული კონტაქტებიც.

 

მაგრამ უკვე ჩნდება ადამიანები, რომლებთანაც ჭირს მათი ინფიცირების წყაროს დადგენა. თუ ასეთი ადამიანები მომრავლდებიან, ეს ვირუსის გავრცელების კონტროლს გაართულებს“,- განაცხადა იმნაძემ „ქრონიკას“ ეთერში.

 

ასევე ნახეთ: „თითოეულ ადამიანზეა დამოკიდებული ქვეყანაში, COVID 19 – ის სტატისტიკა“- მარინა ეზუგბაია

 

შეგახსენებთ, რომ დღეს ქვეყანაში კოვიდინფიცირების 57 შემთხვევა გამოვლინდა.

ავტორი: Prime Time

X