21:21 | 2020-04-01 ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

ინფიცირებული 10 წლის მოზარდი ბებიასთან ერთად საფრანგეთში იყო – რატომ გადაჰყავთ ის თბილისში

ინფიცირებული 10 წლის მოზარდი ბებიასთან ერთად საფრანგეთში იყო – რატომ გადაჰყავთ ის თბილისში

კორონავირუსით ინფიცირებული 10 წლის ბავშვი, რომელიც ამ წუთებში ოჯახის მოთხოვნით აჭარიდან თბილისში გადმოჰყავთ, საფრანგეთში მოგზაურობის ისტორია აქვს.

 

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის ზაალ მიქელაძის თქმით, მცირეწლოვანმა საკარანტინო სივრცეში 11 დღე გაატარა.

 

​მცირეწლოვანს დაუდგინდა კორონავირუსი. მიუხედავად იმისა, რომ გვაქვს ბათუმში მკურნალობის საშუალება, ოჯახის მოთხოვნით ინფიცირებული თბილისში გადაჰყავთ.

 

რაც შეეხება ბავშვის ბებიას, მას ცხელება არ ჰქონია და შესაბამისად ინფექციაზე არ გამოუკვლევიათ. მას საჭიროების მიხედვით თბილისში გამოიკვლევენ.“ – განაცხადა ზაალ მიქელაძემ.

 

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, ამჟამად ბათუმის კლინიკაში 8 ინფიცირებული პაციენტი რჩება.

 

ცნობისთვის, 1-ლი აპრილის მდგომარეობით საქართველოში 117 ინფიცირებულიაგამოჯანმრთელდა 23 პაციენტი.

 

 

 

 

 

 

 

  • მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სასურსათო მაღაზიების, ბენზინგასამართი სადგურების, კვების ობიექტების, ღია საკოლმეურნეო ბაზრების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურა.

 

 

 

 

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

X