11:06 | 2020-03-11 ავტორი: Prime Time

ინფიცირებული 12 წლის ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა მსუბუქია – მარინა ეზუგბაია

ინფიცირებული 12 წლის ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა მსუბუქია – მარინა ეზუგბაია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაიას განცხადებით, 12 წლის ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, მსუბუქია.

 

„ბავშვის მდგომარეობა ჯერჯერობით მსუბუქია. საბედნიეროდ, ბავშვებში დაავადება უფრო მსუბუქად ვითარდება ვიდრე მოზრდილებში. იმედია რომ საქართველო არ იქნება გამონაკლისი და ამ ბავშვთან დაავადება არ წავა უფრო მძიმედ, ვიდრე მსოფლიოს სხვა ქვეყნებში,“ – აცხადებს ეზუგბაია.

 

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 23-მდე გაიზარდა. კარანტინის რეჟიმში ამ დროისთვის 126 ადამიანი იმყოფება.

 

ავტორი: Prime Time

X