19:46 | 2020-04-01 ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

ინფიცირებულია 10 წლის ბავშვი! – ორი ახალი შემთხვევის ისტორია

ინფიცირებულია 10 წლის ბავშვი! – ორი ახალი შემთხვევის ისტორია

კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ორით გაზარდა. ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

 

„დღეს, დაგვემატა კორონავირუსის დადასტურებული ორი შემთხვევა. ერთ პაციენტს სომხეთში მოგზაურობის ისტორია აქვს. მეორე პაციენტი გადმოჰყავთ ბათუმიდან. ეს გახლავთ 10 წლის ბავშვი მშობელთან ერთად. მის მშობელს უარყოფითი პასუხი მოუვიდა. ჩემთვის უცნობია მისი დაინფიცირების ისტორია. “ – აცხადებს მარინა ეზუგბაია.

 

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის თქმით,  ორი მძიმე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ შეცვლილა და ისევ არასტაბილურია.

 

„დღის მეორე ნახევარში კიდევ ჩატარდება 12 პაციენტის ტესტირება. “ – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

 

ცნობისთვის, 1-ლი აპრილის მდგომარეობით საქართველოში 117 ინფიცირებულიაგამოჯანმრთელდა 23 პაციენტი.

 

 

 

 

 

 

 

  • მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სასურსათო მაღაზიების, ბენზინგასამართი სადგურების, კვების ობიექტების, ღია საკოლმეურნეო ბაზრების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურა.

 

 

 

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

X