
ავიცრათ ერთმანეთისთვის – იმ შემთხვევაში თუ იმუნიზაციის ნიშნული საჭირო დონეს არ მიუახლოვდა, ქვეყანაში პანდემია ვერ დასრულდება და ყოველ ორ თვეში ახალ-ახალი ტალღა გვექნება – ამბობენ ეპიდემიოლოგები.
ბოლო 2 კვირაზე მეტია, ქვეყანაში ყოველდღიურად დაახლოებით 4 ათასი ახლადინფიცირებული გვყავს, ფიქსირდება გარდაცვალების საშუალოდ 40 ახალი შემთხვევა. ექიმები შიშობენ, რომ მალე საავადმყოფოებში თავისუფალი საწოლები აღარ იქნება.
„ინფიცირებულთა რიცხვის მატების პარალელურად, ხდება დამძიმება პაციენტთა ზოგადი მდგომარეობის, ჰოსპიტალიზაციის სექტორის დატვირთვა და რა თქმა უნდა, სამწუხაროა, მაგრამ ლეტალობის მაჩვენებლების ზრდაც“, – ამბობს პროფესორი, რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური ექსპერტი, მაკა ბულეიშვილი.
იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, ივანე ჩხაიძე საგანგაშო მონაცემებზე საუბრობს და მოსახლეობას ვაქცინაციისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს.
„ნათელია, რომ წინა პერიოდთან შედარებით, შემთხვევებმა მოიმატა, 4 ათასზე მეტი შემთხვევა უკვე მიუთითებს იმაზე, რომ ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობა გაცილებით უფრო მაღალია, ვიდრე ეს იყო კორონავირუსის პანდემიის მეოთხე ტალღის ჩამთავრების პერიოდში. ინფიცირებულთა რაოდენობა მატულობს და ვაქცინაციის ცენტრში მიმართვიანობა კატასტროფულად დაბალია,“ – ამბობს ივანე ჩხაიძე.
ასევე ნახეთ:
სოფო ნიჟარაძე არჩევნებზე მივიდა – ნახეთ რა ფოტოს აქვეყნებს მომღერალი
რევოლუციის დროა – მაია დარსმელიძე
ნეკა დოროყაშვილი ყოფილი ქმრის პოლიტიკურ არჩევანთან დაკავშირებით სკანდალურ განცხადებას ავრცელებს
ეს სახლი თბილისში 8 მილიონ დოლარზე მეტი ღირს – დაათვალიერეთ ფოტოები და შეაფასეთ
ბევრისთვის უცნობი ფაქტი კახა კალაძის შესახებ – „აუცილებლად ჩამოვალ ამ დღეებში თბილისში“






















